Sunday, November 8, 2020

სკოლის შესახებ

😘😘

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლა

სკოლა მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში. დაარსდა 1928 წელს. სკოლას აქვს მრავალ წლიანი ისტორია, ამას ადასტურებს სკოლის პასპორტები დაარსებიდან დღემდე.


სკოლში სწავლება ერთცვლიანია.  მოსწავლეთა კონტიგენტი 180-200 ბავშვამდე მერყეობს. მასწავლებლების რაოდენობა შეადგენს 25-ს.  

  სკოლა განთავსებულია სამსართულიან შენობაში. გამართულია ინფრასტრუქტურა. სკოლის სამივე სართულზე განლაგებულია დიდი, ნათელი და კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, კომპიუტერული ოთახი ხელმისაწვდომი ინტერნეტით , ოთახი სპეციალური საჭიროების მოსწავლეთათვის, ბიბლიოთეკა. 

   2016 წელს სკოლა სრულად იქნა რეაბილიტირებული ათასწლეულის გამოწვევის ფონდ ,,მილენიუმის“მიერ. სასწავლო გარემო სრულად შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს .  სკოლა გამოირჩევა საუკეთესო ინფრასტრუქტურით, კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი  საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით.   მოპირკეთებულია სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. 

 სკოლაში შექმნილია სწავლასა და ცოდნაზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემო. ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის , რომ მოსწავლემ მიიღოს სრული საშუალო განათლება. სკოლას ჰყავს ორი  სპეც. მასწავლებელი და ბიბლიოთეკარი. სკოლა ცხოვრობს აქტიური, შემოქმედებითი პროცესით. 

2019-2020 სასწავლო წლიდან სკოლაში განათლების რეფორმის ფარგლებში ინერგება ,,ახალი სკოლის მოდელი" გადამზადდა დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებელი. პროგრამა წარმატებით განაგრძობს დანერგვას საბაზო საფეხურზეც.

                                                      ჩვენი გუნდი :

 "დრევანდელი სკოლის უპირველესი საჭიროებაა სწავლა -სწავლების ხარისხის ამაღლება და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა. სკრის საჯარო სკოლის ინოვატორთა გუნდი მოხარულნი ვართ, რომ საშუალება მოგვეცა ვიყვეთ საინტერესო და ინოვაციური პროექტის - "ციფრული სკოლა საქართველო" -ს მონაწილეები ".

,,ციფრული სკოლა საქართველო"-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მონაწილე პედაგოგები:

ასმათ კურტანიძე- სკოლის დირექტორი, მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი.

შორენა მშვიდობაძე - ისტ მენეჯერი, ისტ -ის უფროსი მასწავლებელი.

სალომე გოცაძე- დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი.

ანნა დათაშვილი- რუსული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი.

ეთერ ხეჩიკაშვილი- სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი.

ლელა გოგინაშვილი- დაწყებითი კლასებისა და მათემატიკის მენტორი მასწავლებელი.