„ახალი სკოლის მოდელი“ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტია, იგი ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილს წარმოადგენს , რომლის მიზანია სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. თავდაპირველად ამ პროქტში საქართველოს 165 სკოლა ჩაერთო - რომელთა შორის არის სკრის საჯარო სკოლა. დაგეგმილია, რომ პროექტმა 2024 წლამდე ქვეყნის ყველა საჯარო სკოლა მოიცვას.
ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სკრის საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი : "გზა ინკლუზიისკენ მომავლის იმედით. "
👉პროექტის მიზანი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლაში, 2019 ოქტომბერი - დეკემბერი პერიოდში, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის საშუალებით რისკის ჯგუფის მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება, წინა წლებთან შედარებით 20%-ით და სკოლის ყველა სსსმ და რისკის ჯგუფის მოსწავლისთვის მათი საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდების ხელშეწყობა/გაუმჯობესება.
No comments:
Post a Comment