პროექტის შესახებ
პროექტი "ციფრული სკოლა საქართველო" 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონახემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით.
პროექტის ფარგლებში 120 სკოლის გუნდი გადამზადდება, სკოლიდან 6 წევრის მონაწილეობით (სულ 720 მონაწილე).
მონაწილეები :
✅ სკოლაში ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ციფრულ სტრატეგიას.
✅ სასკოლო დონეზე დანერგავენ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს.
✅ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს გაეცნობიან და გამოიყენებენ.
✅მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით.
პროექტში მონაწილეობა მასწავლებლებლებს დაეხმარება:
- სასკოლო და საკლასო კვლევის დაგეგმვა და განხორციელება
-სკოლის სამოქმედო გეგმის მომზადება მომდევნო წლისთვის
-სკოლიზ ბაზაზე გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მზად იქნება ინოვაციების დასანერგად.
ესტონური გამოცდილება
ციფრული განვითარების ძირითად ფოკუსს სკოლა წარმოადგენდა, ვინაირად ესტონელებს სჯერათ, რომ რადიკალური ინოვაცია სკოლის კულტურის ცვლილებას საჭიროებს. სკოლის ლიდერების, მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების როლის ცვლილება ყველაზე ეფექტიანად სკოლის დონეზე შეიძლება განხორციელდეს -კოორდინირებული და თანამონაწილეობითი ძალისხმევის საშუალებით.
"სამსუნგ ელექტრონიქსი ბალტიისპირეთის " დაფინანსებით ტალინის უნივერსიტეტმა ციფრული სკოლის განვითარების საპილოტე პროექტი 2014 წელს რვა სკოლაში დაიწყო. თითოეულმა საპილოტე სკოლამ კი ციფრული ინოვაციის უნიკალური მოდელი შეიმუშავა, საკუთარი კონტექსტის გათვალისწინებით ზოგმა სკოლამ ბეჭდური სახელმძღვანელოები ჩაანაცვლა მასწავლების მიერ შექმნილი ციფრული რესურსებით, სხვებმა ციფრული თხრობის მოდელზე, ელექტრონული პორტფოლიოების საშუალებით განმსაზღვრელი შეფასების გამოყენებაზე, სმარტფონის გამოყენებით თამაშზე დაფუძნებული სწავლების დანერგვაზე იმუშავეს.
ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საპილოტე სკოლებმა ციფრული განვითარების საწყისი ფაზა დაასრულეს, სკოლების უმრავლესობა თავის რეგიონებში ლიდერები გახდნენ და ინოვაციური პრაქტიკის გაზიარებისათვის კარი გაუღეს სხვა სკოლების მასწავლებლებსაც.
ციფრული სკოლის ლიდერთა ჯგუფი
სკოლის დირექტორი, მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი
gotsadze.salome923@gmail.com
ანნა დათაშვილი |
რუსული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი
შორენა მშვიდობაძე |
ეთერ ხეჩიკაშვილი |
ჩვენი გუნდი ❣️
ReplyDelete