,,სელფ"-ის შედეგები




SELFIE - ონლაინ თვითშეფასების ინსტრუმენტია სკოლებისთვის . ის ევროკომისიამ დაამუშავა ევროპის განათლების ექსპერტებთან ერთად. სელფი სკოლებს ეხმარება სწავლასწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაში .





   სკრის საჯარო სკოლა "სელფის" პროექტში ჩაერთო 2020 წლის  12 ოქტომბერს . თავდაპირველად დავაკომპლექტედ მასწავლებლების ჯგუფი  და შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, პირველ ამოცანას წარმოადგენდა კითხვარის შედგენა -შევადგინეთ კითხვარი სამი ფოკუს ჯგუფისათვის: ლიდერები (3), მასწავლებლები (16) და საბაზო საფეხური მოსწავლეები (36) . კვლევის ვადები მოიცავდა  1 კვირას (21.10 დან  -30.10 მდე )პერიოდს . წარმოგიდგენთ სელფის  ანალიზს -რეპორტს.
 
სელფის ბმულები :








2020 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი, სადაც წარვადგინეთ შესრულებული დავალებები SELFIE-ს ანგარიშის ანალიზიდან, რომელიც ატვირთული გვქონდა Microsoft Teams- ში, გამოვკვეთეთ ყველაზე პრობლემური საკითხი - მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება სამივე ფოკუს ჯგუფის მიხედვით. შემდეგ გამოკვეთილი საკითხი ტრენერების კონსულტაციითა და Microsoft Teams-ში ატვირთული მასალების მიხედვით გავშალეთ სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, ჩამოვაყალიბეთ გამოწვევა, განვიხილეთ გადაჭრის გზები, მოსალოდნელი რისკები და განვსაზღვრეთ დამატებით რა გვინდა ვიცოდეთ თემის ირგვლივ. გავეცანით კითხვარებისა და ინტერვიუს მომზადების პროცესს.
ტრენერებმა  პრეზენტაციის სახით გაგვაცნეს დღის თემა და ახალი ინსტრუმენტი "Mirror". სატესტო რეჟიმში ვიმუშავეთ "ციფრულ სარკეში" /Mirror/.
მომდევნო ტრენინგამდე დაგვევალა "ციფრული სარკის" გაკეთება და ბლოგინგი.


ინოვატორები ბლოგის შექმნისას

სკრის საჯარო სკოლის 6 კაციანმა ჯგუფმა შევქმენით ბლოგი და შეფასების რუბრიკის კრიტერიუმების გათვალისწინებით დავიწყეთ ბლოგზე მუშაობა 



                                                 
                                                                         SELFIE 
                                                     
                                                       რას ზომავს " სელფი"?

მასწავლებლებთან, სკოლის ხელმძღვანელებსა და მოსწავლეებთან დასმული შეკითხვების საშუალებით, "სელფი" ზომავს თუ როგორ გამოიყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლა-სწავლებისთვის სკოლაში.

სელფის რეპორტის შემდგომ ეტაპს წარმოადგენდა 
👉ფოკუს ჯგუფების შექმნა მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან. 
👉ინტერვიუს განხორციელება.
    ინტერვიუ Microsoft Teams -ის საშუალებით გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებდა საბაზო საფეხურის 15 მოსწავლე -მათ შორის სსსმ მოსწავლე., 15 მასწავლებელი და 10 მშობელი. 

ინტერვიუს შედეგებმა გვაცვენა კიდევ ერთი ინტერვიუს ჩატარების აუცილებლობა რომელიც უკვე განხორციელდა იმ კლასის რომელ კლასსშიც განვახორციელებთ პილოტირებას. 
ნტერვიუს შემდეგ ჩვენი სკოლის ჯგუფმა linoit.com -ის  დაფების გამოყენებით გამოვკვეთეთ პრობლემური საკითხები, ჩამოვწერეთ  საკვანძო კითხვები  და  ჩამოვაყალიბეთ საბოლოო იდეა.
👉 მოსწავლეზე ორიენტირებული შემოქმედებითი და მრავალფეროვანი დავალებების შექმნა მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. ქვე იდეებად კი გამოიკვეთა მოსწავლეთა და მასწავლებელთა კოლაბორაცია და შესაბამისი სივრცის შექმნა.
























No comments:

Post a Comment