Mirror - "ციფრული სარკე" სკოლის ციფრული განვითარების შეფასების ინსტრუმენტია, სადაც სკრის საჯარო სკოლა 2020 წლის ოქტომბრის თვეში ჩაერთო. შეფასებას სკოლის სამუშაო ჯგუფი ახორციელებს, რომელოც სკოლის დირექტორის, ის მენეჯერის და სკოლის ინოვატორი მასწავლებლებისგან შედგება. პლატფორმაზე მუშაობა ორი მიმართულებით ხდება :
✅ სკოლის რეპორტის გენერირება.
✅ ციფრული სტრატეგიის შემუშავება
ციფრულ სარკეზე მუშაობის პროცესი - ნაწილობრივ მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში პლატფორმა Microsoft Teams -ის მეშვეობით .
სკოლის რეპორტის შექმნა ციფრული სტრატეგიის მენეჯერმა ინდივიდუალურად განახორციელა 2020 წლის 9 ნოემბერს რომლის შემდეგ ციფრული სამუშაოს ჯგუფის წევრებს მიეცათ ინსტრუმენტზე წვდომის უფლება და ჯგუფურად შეფასების განხორციელება. სკოლის ციფრული განვითარება 15 ინდიკატორით ფასდება, რომელიც 3 სექციადაა დაყოფილი :
✅ ცვლილებების მენეჯმენტი
✅ ციფრული ინფრასტუქტურა
სკოლის ლიდერის მიერ ინდივიდუალურმა შეფასებამ და რეპორტმა ასეთი სახე მიიღო .
2020 წლის 18 დეკემბერს ჩატარდა მორიგი ტრენინგი სადაც წარვადგინეთ რეპორტი და დავიწყეთ ახალ ციფრული სტრატეგიაზე მუშაობა. ასევე დაგვევალა პოსტერის და ვიდეო კოლაჟის მომზადება.
2020 წლის 22 დეკემბერს ჩატარდა მომდევნო ტრენინგი თემაზე ვიდეოს და პოსტერის დამზადებასთან დაკავშირებით.
ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა დავიწყეთ მუშაობა პოსტერის და ვიდეოს დასამზადებლად.
No comments:
Post a Comment