დისტანციური სწავლება

 დისტანციური სწავლება  ( E -learning) ეს არის - "პროცესი, რომელიც ქმნის და ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან ".





      დისტანციური სწავლების მიმართულებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დისტანციური სწავლების მიმართულებები. 
     სკრის საჯარო სკოლა 2019 -2020 წ განმავლობაში ჩართულია დისტანციურ სწავლებაში პლატფორმა  Microsoft Teams- ის მეშვეობით.

 




ჩვენი სკოლის გუნდი 













                  კომპლექსური დავალების როლი 

                  დისტანციური სწავლებისას


კომპლექსურ დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომლის შექმნა-პრეზენტაციითაც მოსწავლე საკუთარ ცოდნას ადასტურებს იმ საგნობრივ საკითხებთან და სამიზნე ცნებებთან მიმართებით, რომლებსაც საგნობრივი საკითხი უკავშირდება.

გამართული კომპლექსური დავალების პირობა სამ მახასიათებელს უნდა აკმაყოფილებდეს:

დავალების პირობაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს კონკრეტული საგნობრივი საკითხი/საკითხები, რომლის შესწავლასაც კომპლექსური დავალება ეძღვნება.

დავალების პირობაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემოქმედებითი პროდუქტი, რომელიც მოსწავლემ უნდა შექმნას დასტურად იმისა, რომ საგნობრივი საკითხი გაიაზრა.

კომპლექსური დავალების პირობაშივე უნდა იკითხებოდეს შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავს, რა უნდა განაზოგადოს მოსწავლემ საგნობრივ საკითხთან მიმართებით საიმისოდ, რომ სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენების გააზრებამდე მივიდეს.








No comments:

Post a Comment